ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნის თემას ეხმაურება:
“ვენეციის კომისიამ თავის ვებგვერდზე სადაც დოკუმენტებია, არ შემიშვა, მხოლოდ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლებისთვის (ე.წ. “სტაფისთვის” არისო) ვიდრე ხელისუფლება გახდის დოკუმენტს ხელმისაწვდომს ყველასათვის და არა მხოლოდ პარტიებისათვის, მოკლედ გიტყვი ჩემს მოსაზრებას იმაზე რაც ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან საჯარო სივრცეში გამოვიდა.
1 – დასკვნა არც ისე დრამატული გამოდგა ხელისუფლებისათვის, როგორც მისი ოპონენტები ელოდნენ
2 – ის არც ისეთი ოპტიმისტურია როგორც ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს.
3 – არჩევნებში ე.წ. “ბონუსურ სისტემაზე” დასკვნაში ის მოსაზრებაა გამოთქმული რაც მე მქონდა, კერძოდ გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება ბარიერგადალახულ პარტიებს შორის (ჩემი ვარიანტი იყო 1-2 ადგილზე გასულ პარტიენზე).
4 – როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისიამ ქორწინების და ოჯახის შესახებ კონსტიტუციაში ახალ ჩანაწერზე რბილად, მაგრამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა, რაც არც ადრე დაუმალავთ ხელისუფლებისთვის და რაც არც არის გასაკვირი ევროპაში არსებული ტენდენციის გათვალისწინებით
5 – საარჩევნო ბარიერის დაწევა 3% და მითუმეტეს 2% მდე, რასაც გვთავაზობენ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
6 – ცოტა გაუგებარია ვენეციის კომისიის ფორმულირება “უმრავლესობის დომინირების რისკი” გამოდის რომ პარტიებს არ აქვთ უფლება უმრავლესობა ჰყავდეთ? და თუკი ხალხის ნება არის ასეთი?!
7 – ოპოზიციის როლის გაძლიერება, როგორც ისინი გვირჩევენ, ხელოვნური სუნთქვის აპარატით ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს”.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა, რომელიც ჯერ ბოლომდე გამოქვეყნებულ არ არის არაერთგვაროვანი რეაქცციები გამოიწვია. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ მიუხედავად თარგმანში არსებული პრობლემებისა, ხელისუფლების ხედვა ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნებს. თუმცა, ოპოზიცია, თვლის რომ დასკვნა ისეთი ოპტიმისტური არ არის, როგორსაც ხელისუფლება ხატავს.