ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვენეციის კომისიას არ უთქვამს, დოკუმენტი ირმა ინაშვილს და სერგი კაპანაძეს დაუმალეთო“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვენეციის კომისიის სურვილი იყო, წინასწარი დასკვნა არ გამოქვეყნებულიყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით კობახიძეს განმარტებების გაკეთება ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის საპასუხოდ დასჭირდა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მას დოკუმენტი არ მიაწოდეს.

ინაშვილის თქმით, უხერხილია, როცა დოკუმენტი ვიცე-სპიკერებს არ მიაწოდეს.

ინაშვილს კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი სხვისთვის – პარლამენტის წევრებისთვის არ მიუწოდებიათ.

სპიკერის თქმით, ვინაიდან, დოკუმენტი სამუშაო ვერსია იყო, ვენეციის კომისიამ წინასწარ  გადმოაგზავნა, რათა დოკუმენტზე კომენტარები დაფიქსირებულიყო.

“ირმა ინაშვილსა და სერგი კაპანაძეს დაუმალეთო, ეს კი არ უთქვამთ”, – მიმართა ინაშვილს კობახიძემ.

იტვირთბა....