საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის დასწრების საკითხთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აცხადებს, რომ ადმინისტრაციას კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან აქვს.
“ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, რომ დედამიწაზე ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტს დაბრალდეს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან, ეს კომუნიკაცია რა ფორმით გაგრძელდება, ამას საქმე და დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა დოლიძემ.