რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირში მყოფი პირები დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულები რუსეთის მხარეს გადასცა. აღნიშნული პირების დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა.