ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებში “კონსერვატორებმა” გაიმარჯვეს

BBC-ის ინფორმაციით,  დიდ ბრიტანეთში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „კონსერვატორებმა“ 309 ადგილი მიიღეს.

მიუხედავად გამარჯვებისა, „კონსერვატორებმა“ ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, რისთვისაც 326 ადგილის მოპოვება იყო საჭირო.  მეორე ადგილზე 258 მანდატით „ლეიბორისტური პარტია“ გავიდა.

თავიანთ ოლქებში, სადაც კენჭი იყარეს, ასევე გაიმარჯვეს ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა, „ლეიბორისტების პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა.

არჩევნებზე აქტივობამ 69% შეადგინა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ჯერემო კორბინმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა, ვინაიდან „კონსერვატორებმა“ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს.

იტვირთბა....