https://www.youtube.com/watch?v=lRGqwqKIMxk
გუშინ რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნაყინის გამყიდველი დააკავეს. დაკავების ამსახველი კადრები ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო და სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც ადგილობრივები ვიდეოჩანაწერში ამბობენ, პოლიციელები განსაკუთრებული უხეშობით და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.
„მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ნაყინის გამყიდველი პოლიცელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული.