ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თქვენ რა გენაღვლებათ, კაის ჭამთ და კაის სვამთ, ხალხი მეცოდება“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს.

“ცოტა ხნის წინათ ქართული მიწა იძრა ხუთბალიანი სიმძლავრით. კონსტიტუციას აპროტესტებს.

თქვე უსაქმურო ოცნების უმრავლესობაო, განა არ იცით, რომ საქონელს რაც უფრო ნაკლები მყიდველი ეყოლება, მით უფრო ნაკლები ფასი დაედებაო. რაც უფრო ღარიბია მყიდველი, კიდევ უფრო უფასურდებაო. საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით ან ღარიბია ან სიღარიბესთან ახლოსო. თუ ჩემს( ანუ მიწის) ყიდვას შეძლებულ უცხოელს აუკრძალეთ, ხომ გავხდი ჩალის ფასიო. რატომ აღატაკებთ ქვეყანას, რატომ არ გეცოდებათ ჩემი( ანუ მიწის) მფლობელი გლეხი თუ ფერმერიო. რატომ სწირავთ სოფლის მეურნეობას სამუდამო ჩამორჩენილობისათვის, სოფელს კი სიღატაკისთვისო.

კი ხართ სახელისუფლო უმრავლესობა ღირსი რვაბალიანად ვიძრა თქვენთვის, მაგრამ ბუნების კანონით ეს შეუძლებელიაო. თქვენ რა გენაღვლებათ, კაის ჭამთ და კაის სვამთ, ხალხი მეცოდება, რომელსაც აბრიყვებთო.

მე ჩემი მითქვმას და ხუთი ბალითაც მიმინიშნებია, მეტი რა ვქნა, ქრისტე ღმერთი კი არა ვარ, მხოლოდ ქართული მიწა ვარო. ერთი ამოიოხრა და დამშვიდდა. იმედი ბოლოს კვდებაო, გაიფიქრა და დაელოდა მომავალ საკომიტეტო მოსმენას”-წერს გოცირიძე.

იტვირთბა....