საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მიიღო, თუმცა მას არ ასაჯაროებს.
ამის მიზეზად კი ტუღუში ვენეციის კომისიის მხრიდან მკაცრ კრიტიკას ასახელებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წეს ეხება.
“ჩემი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვან უკვე ხელთ აქვს, თუმცა მის გასაჯაროვებას არ აპირებს. რამდენადაც ვიცი, თავად კომისია არ ეწინააღმდეგება, რომ ჩვენც ვნახოთ, რა ჩაწერეს. იქნებ ყველაფერი მოსწონთ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იქ ასე არ არის და საკმაოდ მკაცრი კრიტიკაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წეს ეხება”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.