ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს: მისი ადვოკატი ჟურნალისტის მდგომარეობაზე საუბრობს

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მისი კლიენტი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისასის ამბობს, რომ მუხტარლის აზრით, გატაცება დაფიქსირებული უნდა იყოს, როგორც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, ასევე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხთარლი აცხადებს, რომ ეს ის ადგილია, სადაც უკვე სხვა მანქანში გადასვეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ის თბილისში ჩამოდის და იმ ტერიტორიის დათვალიერებას გეგმავს, სადაც აფგან მუხთარლის მტკიცებით, მას თავს დაესხნენ.

„ჩამოვალ და პირადად დავათვალიერებ ყველა დასახელებულ ადგილს, ამავდროულად გვინდა, რომ გადმოგვეცეს იმ კამერების ჩანაწერები, რომლებიც სახლთან ახლოს არის დამონტაჟებული. ამ ჩანაწერებში უნდა ჩანდეს რა მოხდა. მოვითხოვთ ასევე ბელაქანის სასაზღვრო გამშვებ პუნტქთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გადმოცემასაც. თავად აფგანი ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა ნეკნი აწუხებს, რომელიც მას გატაცებისას ჩაუმტვრიეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წელია დევნილია საქართველოში კრიტიკულად იყო განწყობილი ალიევის ხელისუფლების მიმართ. 29 მაისს ის თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....