“მინისტრ ჯეჯელავაზე საერთოდ კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. აბსოლუტურად პაროდიული ფიგურაა “იუთუბის” გმირი გახდა,” – ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განათლების მინისტრის ბოლო დროს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გაკეთებულ კომენტარებზე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლებას ბევრი კუთხით აქვს კრიზისი და იმის ნაცვლად, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები, ჯეჯელავას პირით ცეცხლზე ნავთს ასხამს.
“ჯეჯელავას ბავშვები დასცინიან. სტუდენტები დასცინიან. მის ამ აბსოლუტურად არაადექვატურ კომენტირებას. ათში ერთხელ გაარტყამს მეტ ნაკლებად ნორმალურ კომენტარს.
შეგახსენებთ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების შემდეგ საკმაოდ უცნაური განცხადებები გააკეთა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.