“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი პარტიაში, მიიღებს თუ არა “გირჩი” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, თუ კი ეს გადაწყდება, მაშინ მათი საარჩევნო კამპანიის თემა კანაფის ლეგალიზაცია იქნება. მისი აზრით, თბილისის მერი არ უნდა შედიოდეს დისკუსიაში როგორი იქნება პარკინგის და ჰაერის მდგომარეობა.
“მე თუ ვიქნები თბილისის მერობის კანდიდატი და ზოგადად ამ არჩევნებში ჩვენ თუ ვიბრძოლებთ, რომელ რეგიონშიც რომელ ქალაქსშიც ჩვენ ვიბრძოლებთ ცხადია რომ კანაფის ლეგალიზაცია იქნება ერთ ერთი ის თემა, რომელიც იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი. მე არ ვაპირებ და “გირჩი” არ აპირებს ისეთ საკითხვებზე კამათში შესვლას, როგორიც არის როგორ უნდა მოაწესრიგო პარკინგი და როგორ უნდა გაწმინდო ჰაერი. საერთოდ არ მგონია რომ ეს თბილისის მერის მოსაგვარებელი იყოს.
ჩვენი თემები იქნება ის თემები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მათ შორის ნარკოპოლიტიკაც. და მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი არის ის რომ კანაფი ამ ქვეყანაში იყოს ლეგალური”, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.