თეირანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 42 დაშავებული ამ დრომდე საავდმყოფოში იმყოფება.
ირანის სპეცსამსახურის ცნობით, კონტრ-ტერორისტული ოპერაციის შედეგად თეირანში კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს.
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” გუშინდელი თავდასხმის სამიზნე პარლამენტის შენობა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმი იყო.
ამასთან, თეირანში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს. ქალაქის პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი საგამოძიებო უწყებაში იკითხებიან. ცნობილი ხდება ასევე, რომ ტერაქტის შემსრულებლები ირანის მკვიდრები იყვნენ. „ თავდასხმაში მონაწილეები ირანიდან იყვნენ, რომლებიც „ისლამურ სახელწიფოს“ ემსახურებოდნენ,“- განაცხადა ირანის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ეს მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული პირველი ტერაქტია.