ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

უკრაინაში აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება, უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა. თუმცა, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

„8 ივნისს, 00:05 საათზე, კიევის პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ოპერატიული ჯგუფი“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

იტვირთბა....