შეგახსენბთ, დღეს დილას ირანის პარლამენტი და იმამ ჰომეინის მაუზოლეუმი ტერორისტების თავდასხმის სამიზნე გახდა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით 12 ადამიანია გარდაცვლილი, 33 კი დაჭრილი. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამასთანავე მედიაში გავრცელდა ISIS-ს მიერ მარტის თვეში გადაღებული ვიდეოც, სადაც ისინი „შიიტების სისხლისღვრას, ირანის დაპყრობას და მისი სუნიტი მუსლიმებისთვის დაბრუნებას“ აანონსებდნენ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ოთხივე თავდამსხმელი მკვდარია. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი.