ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სასულიერო პირებს დეკანოზ მამალაძესთან შეხვედრის უფლებას მეუფე იაკობი არ აძლევს“

„სასულიერო პირებს ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის უფლებას მეუფე იაკობი არ აძლევს“ – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს.

„რამდენიმე სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი მამა გიორგის შეხვედროდა, თუმცა საპატრიარქოდან შესაბამისი საშვი არ მისცეს. შემდეგ განუმარტეს, ბრალდებულთან შეხვედრა აკრძალულია მეუფე იაკობის მიერ“, – განაცხადა ფანცულაიამ.

ბრალდებული დეკანოზის ოჯახი მამა გიორგის სამ მთავარ მოწინააღმდეგეს ასახელებს. ესენი არიან: შორენა თეთრუაშვილი, ედიშერ ქარჩავა და  ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. უპირისპირდება. ოჯახის ინფორმაციით ამის მიზეზი ის ფინანსური დარღვევებია, რომელიც მამა გიორგიმ დაკავებამდე საპატრიარქოში აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლო პროცესები მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დახურა. წინა სასამართლო სხდომაზე ომბუდსმენმა სურვილი გამოთქვა პროცესს დასწრებოდა, თუმცა მოსამართლემ მას ამის უფლება არ მისცა. მომდევნო სხდომა 9 მაისს 13 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....