ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მე გადავდგები…” – რა შემთხვევაში აპირებს გადადგომას ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება,  ის გადადგება. თუმცა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის ამ შეკითხვას ღიმილით უპასუხა.

“მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ჩემი გულწრფელი მიზანი და ამოცანა. არ ვიცი დანარჩენი უმრავლესობის წევრები რას ფიქრობენ, 116 კაცის სახელით ვერ ვისაუბრებ. ამ თემასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი და ამაზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რასაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. შესაბამსიად იმის ალბათობა არსებობს, რომ კანონპროექტი ჩავარდეს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....