თბილისში, “ვოლვოს”მარკის ავტომობილით მოძრავი მოქალაქე, რომლსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ჯერ საპატრულო პოლიიციის 2 მანქანას, შემდეგ კი, ქვეითად მყოფ სამართალდამცავს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით3 წლამდე ვადით.