aviabiletebi
ვიდეო

LIVE – რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანცელარიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. აქცია დაკავშირებულია დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან, რომელიც დაკავებულია. მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც.

თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო.
წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Mittwoch, 7. Juni 2017

იტვირთბა....