ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვითხრეს, რომ ხე გადააქვთ”: მახინჯაურთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ერთი საათია მახინჯაურშია გაჩერებული. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა, გურამ კახაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შეფერხება, სავარაუდოდ, ასწლოვანი ხის გადატანას უკავშირდება.
მისივე თქმით, მგზავრები შეფერხებას აპროტესტებენ და არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის განახლდება მოძრაობა.
“გვითხრეს, რომ ხე გადააქვთ და ამიტომ არის შეფერხება. ერთ საათზე მეტია, რაც ველოდებით. ვაგონში ვართ, გარეთ არ გვიშვებენ. დილის 07:30 საათის მერე აქ ვართ და არ ვიცით, როდის დაიძრება მატარებელი,”- განაცხადა გურამ კახაძემ.

IPN.GE

იტვირთბა....