ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სტამბოლში თურქეთის პოლიცია მასშტაბურ სპეცოპერაციას ახორციელებს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თურქეთის პოლიცია ქალაქის მასშტაბით სპეცოპერაციას ახორციელებს, რომლის სახელიც “მგლის ხაფანგია”.

მედიის ცნობით,  სპეცოპერაციაში 5 ათასამდე სამართალდამცველი მონაწილეობს. ოპერაცია მოქალაქეებისთვის დოკუმენტების შემოწმებას და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მათ დაპატიმრებას ითვალისწინებს.

განსაკუთრებული რეიდები ბაზრებში, ავტო და რკინიგზის სადგურებში მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაპატიმრებული სპეცოპერაციის დაწყებიდან.

იტვირთბა....