ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს იმსჯელა.

29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.

თბილისში რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხთარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. დღეს, ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომზე თავზე ცელოფნის ტომრები ჩამოიცვეს.

იტვირთბა....