ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფსიქოლოგი ამბობს, რომ სპინერი ბავშვებს აბრუებს და მასზე დამოკიდებულს ხდის (ვიდეო)

“სპინერი, რომელსაც ჰიპნოზური ეფექტი აქვს ბავშვს აბრუებს და მასზე დამოკიდებულს ხდის”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვები სპინერზე დამოკიდებულები არიან, რაც მათთვის საზიანოა.

„ერთჯერადი ხმარებით უვნებელია, მაგრამ ხშირად გამოყენებით ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან, რაც საზიანოა.

შემთვევითი არ არის, რომ სპინერი გახდა ასე აქტუალური და პოპულარული, რადგან მარკეტერებმა კარგად იცოდნენ რა შეეთავაზებინათ ბავშვებისთვის და ასევე ზრდასრულებისთვისაც. მცდარია მოსაზრება, რომ ეს სათამაშო ამრავალფეროვნებს ცხოვრებას.

სათამაშო მოტორული განვითარების თვალსაზრისით, პოზიტიური ცვლილებას არ იწვევეს. გაცილებით უკეთესია ბავშვმა თიხაზე იმუშაოს.

სპინერი აბრუებს ბავშვს, რომელიც ჰიპნოტურ ინსტრუმენტს წააგავს. სპინერის ეფექტი გაბრუების ეფექტია – ჰიპნოტური ქცევა.

ბავშვები სრულიად შეუმჩნევლად ხდებიან ამ სათამაშოზე დამოკიდებულები,” – განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

 

 

იტვირთბა....