ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ჟურნალისტები კომიტეტის სხდომაზე ტომარაჩამოფარებულები შევიდნენ

ქართველმა ჟურნალისტებმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს და ისე შევიდნენ.

როგორც ცნობილია აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.

2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

იტვირთბა....