ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

სამართალდამცველებმა ლონდონის სამი ივნისის ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ვინაობა დაასახელეს. სამი ტერორისტიდან ორის ვინაობა ცნობილია. სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით ეს 27 წლის ჰურამ შაზად ბათი და 30 წლის რაშიდ რედუანია. ორივე მათგანი ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში, ბარკინგში ცხოვრობდა.

სამივე თავდამსხმელი პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. მესამე ტერორისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

“ჰურამ შაზად ბათი პოლიციისთვის ცნობილი იყო. თუმცა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული თავდასხმა მზადდებოდა, არ არსებობდა. მეორე თავდამსხმელი რაშიდ რედუანი სპეცსამსახურებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა”, – აღნიშნულია სკოტლანდ-იარდის განცხადებაში.

 

3 ივნისს, გვიან ღამით, სამი ტერორისტი ლონდონის ხიდზე ავტომანქანით ხალხის ჯგუფს დაეჯახა. შემდეგ მათ ბორო-მარკეტთან გადაინაცვლეს, სადაც მანქანიდან გადმოვიდნენ და დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 48 ჰოსპიტალიზებულია. მათგან 21-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია.

იტვირთბა....