თელავის რაიონის სოფელ წინანდალში რამდენიმე ახალგაზრდა წუხელ მაღაზიაში შეიჭრა და მისი ინვენტარი დააზიანა. ახალგაზრდებსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათი გაშველება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სცადეს, თუმცა სიტუაცია უმართავი გახდა, ამის შემდეგ კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, რამდენიმეს სხეულის დაზიანება აღენიშნება.
როგორც მაღაზიის მეპატრონე ამბობს, ახალგაზრდებს მაღაზიის გაძარცვა სურდათ, თუმცა განზრახვის სისრულეში ვერ მოყვანის გამო, ინვენტარის დაზიანება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.