ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ვინ არის საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე

https://www.youtube.com/watch?v=XdagsZC1b-8

საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა“  ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც მისი მოსამართლედ მუშაობის პერიოდია მოცემული. ვიდეორგოლის მიხედვით, მას 2010-დან 2013 წლამდე არცერთი საქმე არ განუხილავს, იგივე ვითარებაა 2015 წელსაც. ჩინჩალაძემ მხოლოდ 2 საქმე განიხილა 2014 წელს, 2009-ში ერთი და 2016-შიც ერთი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ ჩინჩალაძის სამსახურეობრივი დამსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ 10 წლის მანძილზე 250 საქმე განიხილა.

“საერთაშრისო გამჭვირვალობას – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრ, ვანო ზარდიაშვილთან ერთად უზენაეს სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველ სამ მოსამართლეზე ზეწოლას ახდენდა.

 

იტვირთბა....