ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელიების გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

თბილისის ზოოპარკში მელიის სამი ლეკვი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიყვანეს. დეპარტამენტის ცნობით, მელიის ლეკვები სკოლის ეზოში ნახეს, სადაც  სორო ჰქონდათ გაკეთებული. ამის გამო სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დღით ჩაიშალა.

დეპარტამენტის ცნობით, ლეკვების ველურ გარემოში გაშვება, მათი ასაკის გამო, არ იყო მიზანშეწონილი, ამიტომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მელიის ლეკვები თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორის, ზაზა ელიაშვილის განცხადებით, ლეკვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მასწავლებლებმა შენიშნეს და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ.

“ტერიტორიაზე იყვნენ და უსაფრთხოების მიზნით შეწყდა სასწავლო პროცესი, სამინისტროსთან შეთანხმებით. შემჩნევისთანავე ვაცნობე, ვისაც საჭირო იყო და მიიღეს გადაწყეტილება. 10 და 11 მაისს გვქონდა სასწავლო პროცესი შეჩერებული”, – განაცხადა ზაზა ელიაშვილმა.

იტვირთბა....