ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაინიშნება თუ არა ხელმეორე გამოცდები მე-12 კლასელებისთვის

უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის ინიციატივის მიხედვით, მათ, ვინც ვერ გადალახა საატესტატო გამოცდებში ბარიერი, საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა.

„მე-11 კლასელ მოსწავლეებს, მოგეხსენებათ, აქვთ გადაბარების შესაძლებლობა მე-12 კლასში, ხოლო მე-12 კლასში შეიძლება, მხოლოდ ერთ გამოცდაზე საკმაოდ წარმატებულ მოსწავლეს წარუმატებლობა ჰქონდეს და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნება სამომავლოდ, წელს არ არის ამაზე საუბარი, რომ დაიშვას გადაბარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ჯაშის თქმით, გამოცდის გადაბარების შესაძლებლობაზე აბიტურიენტებისთვის პოზიციები არ არის საბოლოოდ შეჯერებული, თუმცა მიიჩნევს, რომ „სისტემის ცოტა მეტი მოქნილობა სამომავლოდ იქნება მნიშვნელოვანი“.

მარიამ ჯაშის ინიციატივას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეწინააღმდეგება.

„ბარიერი არის უდაბლესი. წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ეს ბარიერი გადალახოს და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს რაიმე დადებით ეფექტს,“ – განაცხადა მინისტრმა.

 

იტვირთბა....