საქსტატის კვლევის მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი,
მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის
36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე.
“დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1765,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი)”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.