გუშინ საღამოს, სოფელ მუხრანში, “ქართული ოცნების” წევრების დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის საკითხზე იმსჯელეს. თუმცა შეხვედრის დასრულების შედმეგ, სხდომიდან გამოსულმა “ოცნების” წევრმა გია ვოლსკმა დაადასტურა, რომ საუბარი ასევე მერობის კანდიდატსაც ეხებოდა და მმართველი გუნდის კანდიდატი დიდი ალბათობით, კახი კალაძე იქნება.