“კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას, რანაირად შეიძლება მოხდეს ადამიანის „ა“ პუნქტიდან გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ. ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ,
ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. დღეს ბაქოს მას საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.
აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა, დაბალია, მაგრამ არსებობს.
თუმცა, მუხტარლის ადვოკატს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში მოტაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა. თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქციები იმართება.
. თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება. “, – განაცხადა მარგველაშვილმა.