ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებები მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური  პროკურატურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს:

„1974 წელს დაბადებული აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში  აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს თან 10 ათასი ევრო  და Bank of Georgia Express-ის საბანკო ბარათი ჰქონდა.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა, დაბალია, მაგრამ არსებობს.

ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს.

იტვირთბა....