ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

როგორ იმოქმედებს მომხდარი ფაქტი ქვეყნის იმიჯზე: აშშ-ს ელჩი კომენტარს აკეთებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზერბაიჯანში აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე მუხთარლის საქმე.

“ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე, როგორც ყველა ქართველს. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს. ეს ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა იან კელიმ.

შგახსენებთ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

როგორც მისი მეუღლე აცხადებს,  მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს, რაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....