ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს?”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ის მხოლოდ კაბინეტში არ ზის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შესახებ ყველანაირი სახის ინფორმაციას აგროვებს. ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია?  პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს.

გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან.  ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....