საზოგადოება

ასპინძელი მოსწავლე აშშ-ს უნივერსიტეტმა 80 000 დოლარით დააფინანსა

რატი ზედგინიძე ასპინძის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. XII ბ კლასის მოსწავლემ TOEFL -ის და SAT -ის გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მიღებული შედეგებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქ.დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით რატი ზედგინიძე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, 20 000 ამერიკული დოლარით დაფინანსდა, რაც ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000 აშშ დოლარს შეადგენს.

tv9news.ge

 

იტვირთბა....