ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვარი გადაკვეთოს, დაბალი შანსი არსებობს, მაგრამ ასეთი შემთხვევა შეიძლება მაინც მოხდეს”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ ამის დაშვება მაინც შეიძლება.   მღებრიშვილის თქმით, აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე.  ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს.

ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ ასეთი შემთხვევა შეიძლება მაინც მოხდეს. როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სწორედ ასე მოახერხა საზღვრის გვერდის ავლით, საქართველოს დატოვება.  ამ ეტაპამდე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

იტვირთბა....