საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი შემაშფოთებელს და არაადეკვატურს უწოდებს ვიცე-პრემიერ ჯეჯელავას და შს მინისტრის განცხადებებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე. ნაცვლიშვილის თქმით, უნდა მოხდეს შესაბამისი პირების დაბარება პარლამენტში და მათ უნდა გასცენ პასუხი, როგორ მოიტაცეს ადამიანი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიიდან.
“შემაშფოთებელია ის კომენტარები, რომელსაც აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სრულიად არაადეკვატური, სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები, რაც მოვისმინეთ როგორც ვიცე-პრემიერის ჯეჯელავას მხრიდან, ასევე შს მინისტრის მხრიდან.
თუ ჩვენ მართლა გვჯერა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ამას ახალი კონსტიტუციით, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დაბარება პარლამენტის მხრიდან და იქ რეალური კითხვები დაისვას, როგორ მოხდა, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიიდან ადამიანს იტაცებენ და მიჰყავთ ის, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემქურება ძალიან სერიოზული რისკი” აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.