საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ მას გუშინ არასწორი ნფომაცია ჰქონდა და დღეს გაარკვია, რომ ის ნამდვილად ჟურნალისტი ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, მუხტარლი ჟურნალისტის გარდა უშიშროების სამსახურის უფროსიც არის.
„როგორც აღმოჩნდა, უშიშროების სამახურის უფროსიც იყო და ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი უარყოფს ქართველი ძალოვნების მონაწილეობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემაში. მისი თქმით, ამ ბრალდებას ოპოზიცია ავრცელებს. ჯეჯელავა ამბობს, რომ გუშინ უკვე დაიწყო გამოძიება, რომლიც აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ ალექსანდრე ჯეჯელავამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა აფგან მუხტარლი რეალურად ჟურნალისტი.
აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.