ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიუსაჯეს: სამოქალაქო აქტივისტები მის გამოჩენას ტაშით შეხვდნენ

საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, მუხთარლის ახალი ბრალდება წარედგინა – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. თავად მუხტარლის თქმით, სასაზღვრო პოსტზე მიყვანამდე მას მესაზღვრე არ უნახავს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოსთან ჟურნალისტს სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი აპლოდისმენტებით მიესალმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

 

იტვირთბა....