23 დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ ქობალიების პოსტიდან გაიტაცებული ხვიჩა წყაროზიას მამა დღეს ენგურის ხიდზე პრევენციებისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფს დახვდა და მისი შვილის საკითხის შესწავლა სთხოვა.
როგორც რომან წყაროზია აცხადებს, მისი 21 წლის ვაჟის შესახებ ინფორმაცია ყველა სამთავრობო უწყებას მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე საკითხით არავინ დაინტერესებულა.
ხვიჩა წყაროზიას გათავისუფლებაში ოჯახს დოლარებში 50 ათასი რუბლის ექვივალენტი მოსთხოვეს. დაკავებულის მამამ, რომელიც გალში ცხოვრობს, მხოლოდ 30 ათასი რუბლის ექვივალენტის შეგროვება შეძლო და ოკუპანტებს გადასცა. დანარჩენი თანხის სანაცვლოდ კი მათ აფხაზეთის მთავრობის დეპუტატის, რუდიკ ცატავას გალში მდებარე სახლის გარემონტება მოსთხოვეს.