ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მეუფე პეტრეს მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩემი პოზიციაა და არა საპატრიარქოსი”

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მეუფე პეტრეს მიმართ გაკეთებული ბრალდებები მხოლოდ მისი პოზიციაა და არა საპატრიარქოსი. მისი თქმით,  ეს არ არის პროკურატურის განსახილველი საქმე და  ეს  წმინდა ეკლესიამ უნდა განიხილოს.

ქარჩავას განცხადებით, მას აქვს წერილობითი მტკიცებულებები მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, თუმცა ეს მტკიცებულებები პროკურატურისთვის არ წარუდგენია და არც აპირებს მიმართოს სამართალდამცავ უწყებებს, რადგან თვლის, რომ მეუფე პეტრეს შესახებ არსებულ მის მტკიცებულებებს მხოლოდ წმინდა სინოდი უნდა გაეცნოს და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ.

ქარჩავა არ პასუხობს კითხვას, გააცნო თუ არა უკვე ეს მტკიცებულებები წმინდა სინოდის წევრებს და ამის შემდეგ გააკეთა თუ არა განცხადებები.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....