ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სცენარს წერს შორენა თეთრუაშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განცხადა, რომ საპატრიარქო ცდილობს გარკვეული თემების გადაფარვას. მან ეს განცხადება ედიშერ ქარჩავას განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქის სიკვდილი მეუფე პეტრეს სურდა.

ფანცულაიას თქმით, საპატრიარქოში სცენარებს შორენა თეთრუაშვილი წერს, ხოლო ედიშერ ქარჩავა მისი სცენარის გამხმოვანებელია.

“ამ სცენარს წერს შორენა თეთრუაშვილი. როგორც ჩანს სცენარის დასასრული ჯერ ვერ მოიფიქრა და შესაბამისად, სცენარის წერის პერიოდში იცვლება ახალი ადრესატები, როგორც ჩანს ეს ადამიანები არიან მისი სცენარის გამხმოვანებლები”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ და დასძინა, რომ საპატრიარქოში სიტუაციას დღეს მცირე ჯგუფი აკონტროლებს.

ფანცულაიას თქმით, საპატრიარქოში მაკონტროლირებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს შორენა თეთრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ დღეს გააკეთა განცხადება, რომლითაც პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი და მეუფე პეტრე უწმინდესის ტახტის ჩამოცილების მცდელობაში დაადანაშაულა. ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ აქვს უწმინდესის მოცილების სურვილი.

იტვირთბა....