ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენი ფრაზა სარკასტულად ჟღერს”: კვირიკაშვილმა დუმის წევრს უპასუხა

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას გამოეხმაურა. ნიკონოვის თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში შესვლის.

“რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს”,- განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....