ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, სადაც ორი წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი ბავშვი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მან თავი ჩამოიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.