სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან ხუთი კანდიდატი შეარჩია.
ჯამური ქულების მიხედვით, ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს:
1. ლადო ჭანტურია – 5
2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
3. შოთა გეწაძე – 3.85
4. თამარ ალანია – 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69
ხუთკაციანი სია საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება, საიდანაც მთავრობის წევრები შეარჩევენ სამ კანდიდატს, რომელთა დოკუმენტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი ათწლიანი ვადით შეირჩევა.
კანდიდატების შესარჩევად თავდაპირველად ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა სტრასბურგი სასამართლოში. თუმცა გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა. პროცესის გაჭიანურების გამო, სტრასბურგში ქართველ მოსამართლეს ნონა წოწორიას თებერვლის შემდეგ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 27 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა.