პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად – ელენე ხოშტარია. ამის შესახებ პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპორტის სასახლეში, სადაც ყრილობა გაიმართება, დაახლოებით 450-მდე ხმის უფლების მქონე დელეგატი აირჩევს წარდგენილ კანდიდატებს. მანვე აღნიშნა, რომ სპორტის სასახლეში თბილისიდან და რეგიონებიდან პარტიის 10 000-მდე მხარდამჭერს ელოდებიან.
15.00 საათზე, სპორტის სასახლეში მოძრაობა “ევროპული საქართველოს” ყრილობა დაიწყო.