ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე”

საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით – რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება.

„დღეს, ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.

პირველ რიგში, ჩვენი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობენ ოკუპაციის ხას მიღმა, რომ ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით – რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება. ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე, ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....