დღეს დილით, მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებსაც. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივები არ არიან.
შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აქვთ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.