ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”: უილიამ ლაჰიუ

“გადაწყვეტილება მიღებულია , საქართველო გახდება ნატო-ს წევრი “- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

„ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას შეუერთდეს ნატო-ს. თუ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ“, – დასძინა უილიამ ლაჰიუმ.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გახსნის ოფიციალაური ცერემონია იმართება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – საქართველო პირველად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს.

დელეგატებს სიტყვით ასამბელის პრეზიდნეტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ.

 

იტვირთბა....