ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

რუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დააკავეს

რუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დააკავეს, ამის შესახებ  ინფორმაციას უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით,  დაკავებული  ტერორისტები რუსეთის დედაქალაქის სატრანსპორტო ობიექტებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ტერორისტებს შორის რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ტერორისტების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას თვითნაკეთი ბომბი, ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა ამოიღეს, ასევე ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურა და ვიდეოჩანაწერები.

უწყების ცნობით, ტერორისტებს სირიიდან ხელმძღვანელობდნენ. მანამდე გავრცლედა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....